რეზონანსი
(21.10.2026)

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, 23 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა გვითხრა, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



