
ქართულ პოლიტიკაში, ვერავინ კი ვერ შეედრება ბიძინა ივანიშვილს, არამედ ახლოსაც ვერ მივა ვერავინ პატრიოტიზმით, წესიერებით, ქვეყნის სიყვარულით, გაკეთებული კეთილი საქმეებით, პროფესიონალიზმით და ღირსებით, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ზოგიერთი ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს შეედაროს, თუმცა, საელჩოებში სიარულის მიუხედავად, მათი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის.
„სანამ ზოგი გამოვა და როყიო ხმით დაიწყებს საზოგადოების გაბრუებას, ეს კარგად დაიმახსოვროს.
ვის ედრებით საერთოდ და ვის გინდათ შეედაროთ, თავხედობასაც ხომ აქვს საზღვარი...
საელჩოდან საელჩოში დარბიხართ, იქნებ ვინმემ გიშველოთ, მაგრამ თქვენი საშველი ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეგ შეუშვით მაგ ცარიელ თავებში“, - წერს გამსახურდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



