რეზონანსი
(20.10.2026)

წაყენებული ბრალდებების და პირობების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს რუსეთთან მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაცვლება მოითხოვა. მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელი კოლეგა სამშვიდობო გარიგების ჩაშლაში და ომით გამოწვეულ ადამიანურ მსხვერპლში კიდევ ერთხელ ღიად დაადანაშაულა.

დაუშვებელი და უსამართლო - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მოთხოვნებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ომის დაწყებისას უკრაინას შტატებში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მიღებული დაპირებების მიუხედავად ახლა ვაშინგტონიდან ვეღარც უფასო იარაღს, ვერც სადაზვერვო ინფორმაციას და დიპლომატიურ მხარდაჭერას იღებს.

შეერთებული შტატები უკრაინის ნატოში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგება. მიზეზი ჯეი დი ვენსმა დაასახელა, ვიცე-პრეზიდენტმა ღიად თქვა, რომ ქვეყნის ალიანსში მიწვევა ამერიკას რუსეთთან ომში ჩაითრევს. თეთრ სახლში კიევთან სტრატეგიულ უთანხმოებაზეც საუბრობენ, ოფიციალური ვაშინგტონი თვლის რომ უკრაინა რუსულ ენერგოობიექტებზე განხორციელებული დარტყმებით ამერიკელ მომხმარებელს ფინანსურად აზარალებს.

ამ დრომდე უცნობია, როდის და რა პირობებით დასხდებიან კიევის, მოსკოვის და ვაშინგტონის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან. გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, მიმდინარე ომის საკითხზე სასაუბროდ პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს, ზელენსკის მონაწილეობის გარეშე, სამმხრივი შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე