რეზონანსი
(20.10.2026)

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.
„რუსთავი 2“-ის კითხვაზე, უწყებაში განმარტეს, რომ პატიმარი ინიციალებით ა. მ. დაწესებულებაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც პენიტენციური სამსახურის განცხადებით კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



