რეზონანსი
(20.10.2026)

ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა.

სპიკერებმა სტუმრებს, ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს. "მოუსმინე გააძლიერე იმოქმედე" - ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს ქუთაისშია. ქუთაისში ვმართავთ სხვადასხვა აქტივობას. ჩვენ გავცდით იმ ვიწრო მიზანს, რაც არის ძუძუს კიბოს პრევენცია.

დღევანდელი კონფერენცია, სადაც 150-მდე ქალბატონია მობრძანებული, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, მენტალური ჯანმრთელობა, ჰორმონალური ბალანსი, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა,"- აცხადებს ნინო წილოსანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე