
კანადის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის ალბერტას პროვინციაში მდებარე უენრაითის სამხედრო ბაზაზე გაჩენილი დიდი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ხანძარი 17 ოქტომბერს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაჩნდა.
"ხანძარი სწრაფად გავრცელდა საწვრთნელი ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, ხოლო სამხედრო და სამოქალაქო გადაუდებელი დახმარების სამსახურები სწრაფად ჩაერთნენ ცეცხლის შეკავებისა და ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროცესში.
კანადის შეიარაღებული ძალები ღრმა მწუხარებით ადასტურებენ, რომ ინციდენტის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მაშინ როდესაც გადაუდებელი დახმარების ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ და ვითარება კვლავ იცვლება, მომხდარის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



