რეზონანსი
(18.10.2026)

ძალადობა ყოველმხრივ მიუღებელია და ის ორმაგი სტანდარტები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენეს, ბუმერანგის პრინციპით ისევ მათ დაუბრუნდათ, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

დეპუტატმა ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„როდესაც მსგავსი ძალადობრივი პროტესტები ტარდებოდა საქართველოში და არა სოციალური ფონის გამო, არამედ პოლიტიკური მოტივებით, რომელიც გარედან იყო დაკვეთილი, ეს ყველაფერი ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმა და პოლიტიკოსებმა მონათლეს, როგორც მშვიდობიანი აქციები და დაკავებულებს უწოდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. ძალადობა ყოველმხრივ მიუღებელია და ის ორმაგი სტანდარტები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენეს, ბუმერანგის პრინციპით ისევ მათ დაუბრუნდათ“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე