
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ვინც „სხვის ქვეყანაში ქარს თესავს, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“.
„არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.
ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის”, - წერს პაპუაშვილი და აზიარებს ფოტოს, რომელზეც აქტივისტებთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ჩანს.
საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



