რეზონანსი
(18.10.2026)

ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი თინათინ ჩხვიმიანი ტელეკომპანია „იმედის გადაცემას „სხვა რაკურსი“ სტუმრობდა. გადაცემა „დედებს“ მიეძღვნათ, შესაბამისად, თინათინმა დედის შესახებ ისაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. 

„დედა სულ ახლახან გარდამეცვალა და რაღაც ისეთი ხვედრი მაქვს რომ ყველაფერი ვიგემე… შვილის გარდაცვალებაც და დედის… რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონზიმირება ირღვევა და შვილის გაცილება გიწევს, ეს ბევრად უფრო მძიმე და რთულია, მაგრამ 80 წლის იყო ჩემი დედიკო და ძალიან

დამაკლდა… ძალიან ბევრი ვიტირე… დედა იყო, კლასიკური გაგებით მკაცრი სვანი ქალბატონი. არასოდეს ზედმეტი მოფერება არ მახსოვს. მისი დასჯის მეთოდი იყო, რომ აღარ დამელაპარაკებოდა. 

თუ რამე ხასიათში მაქვს ძლიერი და შეუპოვარი, ეს დედას დამსახურებაა. არ ვყრი ფარ-ხმალს. აუცილებლად ვფიქრობ და ვიცი, რომ გამომივა, მთავარია ვეცადო“, – აცახდებს თინათინ ჩხვიმიანი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე