რეზონანსი
(14.10.2026)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი სახლში იმყოფებოდა. დილით საწოლიდან წამოდგომის დროს კი მოულოდნელად გარდაიცვალა.

თანასოფლელები ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას განიხილავენ. ცხედარს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, 3 წლის გოგო და 3 თვის ბიჭი დარჩა.

„ღმერთო, შენ გებარებოდეს ჩვენი სოფლის ყველაზე ულამაზესი პატარძალი!” - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში.

მთავარი ამბები კახეთიდან 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე