რეზონანსი
(09.09.2026)

განათლების ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ვიზუალური გათანაბრება სკოლებში რეალურ სოციალურ პრობლემებსა და უთანასწორობას ვერ აღმოფხვრის. იგი სოციალურ ქსელში წერს:
"ცუდი ამბავი მაქვს იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ღირებულებებზე გამუდმებული მუშაობის ნაცვლად უსახური ფორმებით განუვითარებენ ბავშვებს თანასწორობის განცდას. 300-400-ლარიანი ზურგჩანთები შემოვიდა მოდაში და გამწარებულები ეძებენ დედები ჯგუფებში, რომ იქნებ 250 ლარად მაინც ნახონ. აბა, გამოიცანით, იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც ეს ჩანთები მოუნდებათ და ვერ ექნებათ. აბა, რა ვქნათ, იქნებ "პაპკებიც" ჩამოგეტანათ ჩინეთიდან?" - დაწერა ჩარკვიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


