რეზონანსი
(04.09.2026)

შვე­დეთ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის რო­ლანდ ოქ­რო­პი­რი­ძე­სა და გიგი გი­ლი­გაშ­ვილს კონ­ცერ­ტი ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში არ შე­უშ­ვეს და სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს­და, ისი­ნი შვე­დეთ­ში იმის გამო არ შე­უშ­ვეს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" არი­ან აფი­ლი­რე­ბუ­ლე­ბი.

გიგი გი­ლი­გაშ­ვი­ლმა ("ქიშვარდას ბიჭი") ამ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმარვა გამოაქ­ვეყ­ნა და გან­მარ­ტა რე­ა­ლუ­რად რა­ტომ ვერ შეძ­ლეს შვე­დეთ­ში კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა და რა­ტომ გა­მო­უშ­ვეს ისი­ნი უკან.

"გუ­შინ ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა დადო პოს­ტი სა­დაც დიდი სი­ხა­რუ­ლით ამ­ცნო ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას რომ მე და რო­ლი­კო ქო­ცო­ბის გამო არ შეგ­ვიშ­ვეს ევ­რო­პა­ში. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ყვე­ლა ემიგ­რანტს ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო იმის გამო, რომ გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ და იმე­დი გა­ვუც­რუ­ეთ.

შემ­დეგ გულ­წრფე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს ელჩს, რო­მე­ლიც ამ ხნის მან­ძილ­ზე გვერ­დში გვედ­გა. მინ­და იცო­დეთ, რომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მიყ­ვარ­ხართ აქ მყოფ­ნიც და ემიგ­რან­ტე­ბიც გა­ნურ­ჩევ­ლად თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა.

არა­სო­დეს და­მი­მა­ლავს რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. არც ის და­მი­მა­ლავს რომ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს ოპო­ზი­ცი­ა­შიც. არ ვა­პი­რებ არც მთავ­რო­ბის და არც ოპო­ზი­ცი­ის ლან­ძღვას. ჩემი საქ­მე პო­ლი­ტი­კა არ არის და ამის გამო გთხოვთ შე­მინ­დოთ.

ყვე­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ და ყვე­ლას აზრს პა­ტივს ვცემ. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზეზს ჩვე­ნი გა­მოშ­ვე­ბი­სა ის იყო, რომ ჩვენ გულ­წრფე­ლად ვუ­თხა­რით სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლი­სას რომ მივ­დი­ო­დით კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

არ ვი­ცო­დით რომ პა­ტა­რა პრი­ვა­ტულ შეკ­რე­ბა­ზეც კი მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვა იყო სა­ჭი­რო, რაც ჩვენ არ გვქონ­და. რო­გორც აგ­ვიხ­სნეს, ერთი სა­ა­თი­თაც რომ ჩახ­ვი­დე შვე­დეთ­ში სა­მუ­შა­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად გჭირ­დე­ბა ნე­ბარ­თვა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ეს და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა", - განაცხადა ვიდეომიმართვისას გიგი გილიგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე