(13.04.2024)

ანტალიაში საბაგიროზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

ინციდენტის დროს საბაგიროს ბევრი ტურისტი სტუმრობდა. ავარიის შემდეგ სამაშველო სამსახურებმა საბაგირო გზიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

ჯერ დაუდგენელი მიზეზებით საბაგირო გზის ერთი ბოძი წაიქცა, რის გამოც, ერთი კაბინა მოწყდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე