ელზა პაპოშვილი
(01.04.2024)

რუსეთი უკრაინის ქალაქების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინაში, საჰაერო იერიშის გამო რამდენიმე ოლქში მოსახლეობას თავშესაფრებში მოუწია გადასვლა.მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი. შეტევა იყო დონეცკზეც - დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი. აფეთქებები ისმოდა ქალაქ ხარკოვში. დაზიანდა სამოქალაქო შენობები, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ორამდე გაიზარდა ლვოვის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსული ფრთოსანი რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. კვლავ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.    

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომში აუცილებლად გაიმარჯვებს.

„უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არცერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს. ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი იყო ბრძოლის ადგილები, უკრაინელების ბრძოლის ადგილები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, სახლებისთვის, სიცოცხლისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას, მათ შორის სამხედროებს. ზელენსკიმ მიმართვა ჩაწერა ბოროდიანკაში ტარას შევჩენკოს ძეგლის ფონზე, რომელიც ოკუპანტებმა დაცხრილეს.     "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" ბოლო მოხსენებაში წერს, რომ შეტევის დროს რუსეთის არმიას შეეძლება შეტევითი მოქმედებების მხარდაჭერა არა უმეტეს ერთი ოპერატიული მიმართულებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მიმართულება შეიძლება იყოს დონეცკის რეგიონის დასავლეთი, კერძოდ, ქალაქ ავდიივაკს ტერიტორია.

ინსტიტუტს მაგალითად მოჰყავს რუსული ძალების წარუმატებელი შეტევა, რომელიც 30 მარტს მოხდა სოფელ ტონენკოეს მახლობლად, რომელიც მდებარეობს ავდიივკას მახლობლად, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის არმიას შეუძლია თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება იქ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ ტერიტორიაზე უკრაინულმა ჯარებმა, როგორც ჩანს, მოახერხეს რუსული ჯარების მთელი მექანიზებული ბატალიონის თავდასხმის მოგერიება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალზე დაყრდნობით,  ISW წერს, რომ 30 მარტს, ტონენკის მახლობლად, რუსეთის არმიამ ბრძოლაში გაგზავნა 36 ტანკი და 12 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

"კვირას გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები გვიჩვენებს განადგურებული და დაზიანებული რუსული ჯავშანტექნიკის და ტანკების დიდ რაოდენობას გზის გასწვრივ, ტონენკოეს ჩრდილო-დასავლეთით", - თქვა ISW.

"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ექსპერტების აზრით, 30 მარტის თავდასხმის მასშტაბები მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან 2023 წლის ოქტომბერში ავდიივკაზე შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის ძალებს არ მიუმართავთ მსგავსი ქმედებებისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიერ ამ თავდასხმის მოგერიება არის "პოზიტიური მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ დაიცვან თავი რუსეთის მომავალი ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებებისგან და მოსალოდნელი შეტევითი ოპერაციებისგან 2024 წლის ზაფხულში".

ანალიტიკოსების აზრით, ავდიივკას მახლობლად რუსული ძალების შეტევის მასშტაბები ვარაუდობს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ მიმართულებას პრიორიტეტულად მიიჩნევს და სწორედ აქ შეიძლება იყოს კონცენტრირებული მომავალი ზაფხულის შეტევა: „რუსეთის არმიას შეეძლება განახორციელოს კონცენტრირებული და ფართომასშტაბიანი შეტევითი მოქმედებები მხოლოდ ერთი ოპერატიული მიმართულებით რუსეთის პერსონალის პრობლემებისა და დაგეგმვის შეზღუდვის გამო".    

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძეე ამბობს, რომ ახლა უკრაინას არ აწყობს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ის ცდილობს ნებისმიერი გზით და ნაკლები დანაკარგით გააგრძელოს ბრძოლა. ძალიან ინოვაციური იყო რუსეთის სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა. მისი განცხადებით, რუსეთი დაუცველია საჰაერო დაცვის მხრივ. 

„სამწუხაროდ ახლა რეალობა ასეთია, თუკი უკრაინას თავდაცვა აღარ ექნება, მსხევრპლი სამოქალაქო პირებიდან კიდევ უფრო გაიზრდება. რუსეთი ახლა ვხედავთ უკრაინის ქალაქებზე დაწოლას როგორ ახორციელებს. ეს ყველაფერი კი ამერიკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ვხედვთ დახმარების ამბავი რამხელა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საკითხად იქცა. ტრამპისთვის ამერიკის საზღვრის დაცვა უფორ პრიორიტეტულია, ვიდრე უკრაინის დახმარება. ამიტომ ვხედავთ კონგრესი ამ თემით როგორ მანიპულირებს. ეს ყველაფერი კი უკრაინის ფრონტზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

„ახლა ვხედავთ, რომ საბრძოლო მასალებსა და ბევრ სხვა რაღაცაზე პასუხისმგებლობა ევროპამაც აიღო - ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკის დახმარება, ძირითადად, მაინც საჰაერო თავდაცვას და თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას მოიცავს. ევროპამ დანიახა, რომ ამერიკამ ნეგატიური ნაბიჯები დახმარებასთან დაკავშირებით უკვე გადადგა, ამიტომ  პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აღება დაიწყეს. სწორედ ეს ქნა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელიც სამხედროა და კარგად იცის ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალი არ ქონა რა მდგომარეაბში ჩააგდეებს უკრაინას. ის ეძებს გზებს მესამე ქვეყნების მეშვეობით იარაღის ყიდვის“,-ამბობს ბერიძე. 

რაც შეეხება უკრაინის ახალ კონტრშეტევას,პოლკოვნიკი ამბობს, რომ  ეს სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გადატანაა.  

„თავიდანვე როდესაც საუბარი იყო უკრაინის კონტრშეტევაზე, არაერთხელ ვთქვი და ახლაც ვამბობ, ეს მოლოდინი იყო არარეალისტური. ამაზე საუბარს თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი. რანაირად უნდა შეუტიო, როდესაც მოწინააღმდეგე 5-ჯერ აღემატება ცოცხალი ძალით, 5-ჯერ არტილერიით, ავიაციით, რაკეტებით და სხვა. 

„ამიტომ ვფიქრობ ბრძოლა უფრო არაკონვეციურ ხასიათს მიიღებს. სამწუხაროდ ომი 3 ან 4 წელზე მეტ ხანსაც გაგრძელდება. მე არ მაქვს იმედი, რომ ამ წელს რაიმე გარდტეხა იქნება. სიტუაცია რთულია, ამიტომ ოირვე მხარეს აქვს რესურსი, რომ ომს კიდევ ამდენხანს გაუძლონ. მთავარია უკრაინის შეიარაღება დროზე მოხდეს და რაც მთავარია მობილიზაცია. ჯარის გაახალგაზრდავება და ახალგაზრდა თაობის მომზადება. სამწუხაროდ ეს ომია და სხვა გზა არ არის“,-ამბობს ბერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე