ელზა პაპოშვილი
(14.02.2024)

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - რუსები განსაკუთრებულად ქალაქ ავდიივკას უტევენ. ქალაქში იმდენად რთული სიტუაციაა, რომ უკრაინის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფებით ჩაანაცვლა 110-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ქალაქ ავდეევკას იცავს რუსეთის არმიის შემოტევებისგან. ხოლო ის კიევის დაცვის დროს ყველაზე წარმატებული ქვედანაყოფია. 

უკრაინის ჯარს რიცხოვნობით აღმატებული რუსეთის ჯარები ქალაქის მომარაგების გზების გადაჭრას და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ცდილობენ. 

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამწუხაროდ ძალიან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ქალაქში არსებული უკრაინული დანაყოფები ალყაში მოექცნენ. ამიტომ უკრაინას ორი გამოსავალი აქვს - ან განმეორდეს მარიუპოლის სცენარი, ან იქ არსებული დანაყოფები გამოიყვანონ.  

დასავლელი ანალიტიკსოები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქ ავდეევკასთან დამაკავშირებელი ლოგისტიკური გზების გადაჭრის შემდეგ, რუსეთის არმიას ქალაქის ალყაში მოქცევისა და მისი აღებისთვის რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდება. 

"გავმართე შტაბის პირველი სხდომა ახალ სამხედრო მეთაურებთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. რთული მდგომარეობაა მარინკას, ზაპოროჟიეს, ავდიივკას, ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო შეტაკებები. 

„ცალკე განხილვის საგანია ვითარება ხერსონში. თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ მობილური თავდამსხმელი ჯგუფების რაოდენობა, რაც ცეცხლის გახსნისთვის და რუსული ტერორის წინააღმდეგ ყველაზე მოსახერხებელი იარაღი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა." - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.    

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა.

„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგის მიყენება,“ - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი და ყოველდღიურად აწყობენ პოზიციებს.

„ფაქტობრივად, მტერმა ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულთა კუთხით, ბოლო მონაცემებით, ჩვენსას 7-8-ჯერ აღემატება“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ომში ყოველდღიურად იზრდება დრონების როლი, ორივე მხრიდან მათი გამოყენების გახშირების გამო.

კითხვაზე, როდის დასრულდება ომი და არსებობს თუ არა მისი სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკიმ უპასუხა: ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერის დონეზე და ჩვენი ქმედებების ეფექტურობაზე.”   

საქართველოს შეიარაღებლი ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალი ვახტან კაპანაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ქალაქ ავდიივკაში რუსები ცდილობენ უკრაინელები ალყაში მოაქციონ. კაპანაძე ამბობს, რომ ოკუპანტების მიზანია სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ქალაქი მარწუხებში მოაქციონ და მისი სული იზოლაცია მოხდეს. 

„რუსები ცდილობენ ქალაქი უკრაინელების მომარაგების ხაზებს მოსწყვიტონ. უკვე ბრძოლები სახლიდან სახლში მიდის. ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინელებისთვის. რთულდება როტაცია, მომარაგება და ამავე დროს დაჭრილების გამოყვანა არის გაძნელებული. მხოლოდ ღამე ახერხებენ, ისიც ძალიან რთულად. 

„ბახმუტისგან განსხვავებით ავდიივკას ის მნიშვნელობა აქვს, რომ დონეცკის სიახლოვეს არის და შესაბამისად ავდიივკას აღებით მორალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის გარდა, მას სამხედრო მნიშვნელობაც აქვს. ამით უკრაინულ ძალებს დონეცკს დააცილებენ. დონეცკი უფრო  დაცული ექნებათ. ამიტომ ავდიივკისთვის ბრძოლას, როგორც რუსებისთვის, ასევე უკრაინელებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-ამბობს  გენერალი. 

მისივე თქმით, ეს სიტუაცია კომპლექსური მიზეზებიდან გამომდინარე არის გამოწვეული. გენერალი ამბობს, რომ უკრაინელებს საბრძოლო მასალის ნაკლებობა აქვს. ასევე, შესაძლოა აღინიშნოს ისიც, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელებმა გარკვეული რესურსები დახარჯეს.  

„უკრაინელების კონტრშეტევა არ იყო იმ დონის წარმატების, რომელიც რუსებს ყურადღებას გადაატანინებდათ. მათ აიძულებდათ, რომ კონცენტრაცია სხვა მიმართულებით გადაეტანათ. ამას დაემატა ისიც, რომ რუსებმა მოახერხეს გარკვეულ წილად დაჯგუფების შექმნა, რომელიც უშუალოდ ავდიივკის მიმართულებაზე იბრძვის. თუმცა თუ დაგვავიწყდება, რომ ეს ბრძოლა დაახლოებით 7 თვე მიმდინარეობს. 

„ეს აჩვენებს იმას, რომ არც რუსებს არ ულხინთ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა რუსებსაც უჭირთ და საკმაოდ დიდი დანაკარგები აქვთ. მიუხედავად ამისა, აღებული აქვთ მიზნად, რომ ავდიივკა იქნას აღებული. ჩემი აზრით, უკრაინელების გადასაწყვეტია იგივე არ განმეორდეს, რაც მარიუპოლში მოხდა. არ მოხვდეს უკრაინელების დაჯგუფება  ახლა ავდიევკაში ალყაში. ახლა უკრაინა დილემის წინაშე დგას. გაიყვანოს თუ გააგრძელოს ავდიივკისთვის ბრძოლა“,-ამბობს  კაპანაძე.           

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე