ნაზი ბერიძე
(12.06.2023)

რამშტეინის მომდევნო სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 15 ივნისს გაიმართება, კიევი და უკრაინის მოკავშირეები განიხილავენ "მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის" დეტალებს, კერძოდ, უკრაინელი მფრინავების მომზადებასა, ტექნიკის შეკეთების საკითხებსა და აღჭურვილობის ჰაბების გახსნას. შეხვედრას უხელმძღვანელებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

„შეხვედრაზე განვიხილავთ, თვითმფრინავების კოალიციის:" დეტალებს. ამ შემთხვევაში საუბარია პილოტების მომზადებაზე და არა მხოლოდ პილოტების, არამედ სხვა ტექნიკოსებისა და ინჟინრების მომზადებაზე, რომლებიც ჩაერთვებიან თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაში.

„ეს არის ძალიან რთული სისტემა. ამ საკითხებს განვიხილავთ ნიდერლანდების, დანიის, შეერთებული შტატების და ამ კოალიციაში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების გუნდებთან" - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.

რამშტეინის სამიტები იმართება 2022 წლის აპრილიდან, რათა კოორდინირება გაუწიოს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

17 მაისს, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, რომ შექმნან საერთაშორისო კოალიცია, რომელიც უკრაინას აშშ-ის წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებით მიაწვდის. ჯერჯერობით, ინიციატივა ევროპის რვა ქვეყანას და აშშ-ს ეკუთნის.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს F-16-ების „მნიშვნელოვან რაოდენობას", რომელსაც დიდი ხანია ითხოვდა კიევი და თქვა რომ შეთანხმება კვლავ მოითხოვს აშშ-ს თანხმობას.

დასავლეთის კავშირში მყოფი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა უკრაინის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგიებისა და მოქმედებების ჩამოყალიბებას ემსახურება რუს აგრესორთან წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინამ ცოტა ხნის წინ მოითხოვა დამატებითი მძიმე საარტილერიო დახმარება, რათა გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები. ამ უკმარისობის გადასაჭრელად, რამშტაინის მე-13 შეხვედრაზე უკრაინა სავარაუდოდ, დაპირებებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ მაისის შუა რიცხვებში, საკონტაქტო ჯგუფის მეორე შეხვედრის დროს, 20-მა ქვეყანამ უკრაინის უსაფრთხოების ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა, მათ შორის გადამწყვეტი იყო საარტილერიო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის გადაცემა უკრაინისთვის.

23 მაისს შეერთებულმა შტატებმა რამშტაინის ფორმატში, გერმანიაში თავდაცვის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდა 40-ზე მეტი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიო ლიდერების რამშტეინის ფორმატის მეორე სამიტი მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის კონგრესმა და სენატმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინას აშშ-ს ბიუჯეტში 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს..

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" რამშტაინის შეხვედრის მთავარ დეტალებს აჟღერებს.

„რამშტაინის მე-13 შეხვედრა ემსახურება უკრაინას როგორ დაემხარონ სამხედრო წესით და 3 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი ამ დახმარებაზე, და ამ დახმარებაზე გააკეთეს კოორდინაცია. ასევე, განხილვის თემა იქნება უკრაინისთვის ეფ 16-ბის გადაცემის საკითხი, შეტევითი ოპერაციების უზრუნველსაყოფად" -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე