თამთა ჩაჩანიძე
(30.04.2023)

რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსა და რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს შორის ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ შესაძლოა პრიგოჟინის დაჯგუფება „ვაგნერმა" ბახმუტი საერთოდაც დატოვოს. ასეთ შემთხვევაში კი ანალიტიკოსები ისეთ სცენარს პროგნოზირებენ, როგორიც გასულ წელს ხერსონისა და ხარკოვის ფრონტზე მოხდა. ამის ფონზე ბოლო დღეებში საგრძლობლად გააქტიურდა უკრაინული არტილერია, რის გამოც რუსები იძულებული გახდნენ ბრძოლით დაკავებული პოზიციები დაეტოვებინათ.

მეტიც, სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას უარეს პროგნოზსაც აკეთებენ - პრიგოჟნის ბოლო მწვავე განცხადებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს ურაინაში წამოწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია პირიქით შეუბრუნდეს და ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებაც კი მიიღოს. კრემლში კი ამაზე რეაგირება უკვე ჰქონდათ. ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვში პრიგოჟნის განცხადება სერიზოულად აღიქვეს და ბახმუტში ფარულად როსგვარდიის დივიზია შეიყვანეს.

გარდა ამისა, რუსები სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ ბოლო პერიოდში უკრაინული არტილერია გააქტიურდა და ეს ძალიან ჰგავს დიდი შეტევის წინ საარტილერიო მომზადებას. უკრაინის ამ გააქტიურებაზე ანალიტიკოსებიც საუბრობენ, რის გამოც რუსებს ზოგიერთი პოზიციის დატოვებაც მოუწიათ. განსაკუთრებით ინტენსიურად ეს დონბასში მიდამოებში ხდება.

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, ვითარება დიდად არ შეცვლილა, თუმცა ბახმუტში ბრძოლები არ შენელებულა.

„რუსებს ბახმუტში რაღაც წინსვლა აქვთ, კვერტალი-კვარტალნახევარი. უკრაინელების მხრიდან მცირე სადაზვერვო ჯგუფების მცდელობაა, რომ მდინარე ბახმუტკას მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ. იქ ერთი მონაკვეთია, სადაც პატარ-პატარა კუნძულებია. ამით სარგებლობენ და მცირე ზომის სწრაფმავალი კატერებით გადასვლას ახერხებენ, მაგრამ ეს არ ჰგავს იმას, რომ უკრაინელები რაღაც პლაცდარმს იკავებდნენ", - განაცხადა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას თქმით კი, სიტუაცია თითქმის უცვლელია და „ვაგნერის" წარმომადგენლების განცხადება, რომ ბახმუტზე სრული კონტროლის დამყარებამდე 1.5 კმ-ით წინ წაწევა დარჩათ, შესაძლოა დეზინფორმაციაც იყოს.

სადამდე მივა პრიგოჟინი-შოიგუს შუღლი

ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ჭურვებს არ მიიღებს, შესაძლოა, მის ძალებს ქალაქი ბახმუტის დატოვება მოუწიოთ. „ვაგნერის" პრესსამსახურის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ჭურვების დეფიციტის გამო ბოლო 24 საათში 94 მებრძოლი დაეღუპათ.

„გწერთ საბრძოლო მასალის დაუყოვნებლივ მოწოდების მოთხოვნით. მივმართავ თავდაცვის მინისტრ შოიგუს... წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროდ მიმაჩნია, რომ უმაღლეს მთავარსარდალს მივაწოდო ინფორმაცია. საბრძოლო მასალა, რაც ამ ეტაპზე გვაქვს, 1 კვირაც კი არ გვეყოფა, მხოლოდ რამდენიმე დღის მარაგია.

„თუ შეიარაღების პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ მოგვიწევს ბახმუტიდან ორგანიზებულად უკან დავიხიოთ, რათა შემდეგ მხდალი ვირთხებივით არ გავიქცეთ. ან უნდა გავიდეთ, ან დავრჩეთ და დავიხოცოთ. უფრო მგონია, რომ იძულებული ვიქნებით ქვედანაყოფების ნაწილი ამ ტერიტორიიდან გავიყვანოთ.

„ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა და ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მოტყუება და იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს," - აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრიგოჟინის განცხადებები სანდო არაა და შესაძლოა იმიტომ იყოს გაკეთებული, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მის დანაყოფს ყურადრება მიაქციოს. მისი თქმით, თუ „ვაგნერი" ფრონტიდან მართლა გავიდა, რუსების წინსვლა დიდად შენელდება.

„პრიგოჟინის განცხადება რამდენად სანდოა, არ ვიცი. უყვარს ხოილმე ტყუილების ლაპარაკი. ხან ვითომ ხუმრობს და ხან სიმართლეს ამბობს. თუმცაღა არ მგონია „ვაგნერი" ბახმუტიდან გავიდეს, სანამ არ აიღებს, რადგან ეს მათთვის დამარცხების ტოლფასი იქნება. პრიგოჟინი ამ განცხადებებით ცდილობს, რომ მის დაჯგუფებას უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

„თუ დავუშვათ და „ვაგნერმა" ბახმუტი დატოვა, რუსების წინსვლა შენელდება. თუმცა ომის მსვლელობაში ეს დიდ გარდატეხას ვერ შეიტანს, რადგან მათ ცოტა უფრო ბრძოლისუნარიანი დანაყოფებით ჩაანაცვლებენ. რა თქმა უნდა, „ვაგნერელები" გამობრძმედილი მებრძოლები არიან, ტერიტორია იციან და მათი არყოფნა, ზოგადად, რუსების წინასვლას დაეტყობა, მაგრამ გადამწყვეტი არ იქნება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით კი, ამ განცხადების გარდა პრიგოჟნმა რუს სამხედრო პროპაგანდისტ სემიონ პეგოვთან უფრო სერიოზული განცხადება და მინიშნება გააკეთა, რომ სამხედრო გადატრიალებისთვის მზადაა.

„პრიგოჟინმა ამის გარდა კიდევ უფრო სერიოზული განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მზადაა სამხედრო გადატრიალება მოახდინოს და კრემლში თავისი სამხედრო ძალის მეშვეობით მოვიდეს. სხვათა შორის, ორი კვირის წინ გავაკეთე ეს პრონოზი და ერთი-ერთში დაიდო.

„პრიგოჟინმა ეს განცხადება საკმაოდ ცნობილ სამხედრო კორესპონდენტ პეგოვთან გააკეთა. მან კვლავ თქვა, რომ შოიგუსთან გართულებული ურთიერთობა აქვს და ტყვია-წამლის არქონის გამო „ვაგნერმა" ასამდე ადამიანი დაკარგა. ფაქტიურად, საკუთარ შენაერთებს სამხედრო გადატრიალებისკენ მოუწოდა.

„მოსკოვში მისი განცხადება სერიზოულად აღიქვეს და ფარულად როსგვარდიის დივიზიაა შეყვანილი, საკმაოიდ სერიოზული მობილიზაცია აქვთ. როგორც ვიცი, პრიგოჟინთან მოულოდნელად კრემლის ემისრებიც კი ჩაფრინდნენ და საკმაოდ სერიოზული მოლაპარაკებები მიდის", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

იგი არ გამორიცხავს, რომ „ვაგნერი" ბახმუტიდან ყველსათვის მოულოდნელად გავიდეს.

„აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ „ვაგნერი" ბახმუტიდან უცებ გავიდეს. ის ერთადერთი სამხედრო შენაერთია, რომელიც რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან წარმატებულ შეტევით ოპერაციებს მეტ-ნაკლებად ახერხებდა და თუ რამეს აკეთებენ, ეს პრიგოჟინის მებრძოლების გამოა.

„უკრაინის შეტევის მოლოდინის ფონზე, მათი გასვლა რუსეთის მხრიდან სერიოზული ჩავარდნა იქნება და შესაძლოა ისეთი ეფექტი ჰქონდეს, როგორიც ხერსონსა და ხარკოვში გასული წლის სექტემბერ-ოქტომბრის ბრძოლებს მოჰყვა.

„მეტიც, შესაძლოა უფრო უარესი შდეგი მოჰყვეს, რადგან პრიგოჟნმა თავისი დაჯგუფება შეიძლება მოსკოვისკენაც გადაისროლოს და მან ის სცენარი შეასრულოს, რაც დააანონსა. პრიგოჟინს საბრძოლო ტაქტიკური ავიაცია და ყველა საჭირო საშუალება აქვს და შესაძლოა არა უკრაინის შიარაღებული ძალების, არამედ კრემლის წინააღმდეგ აერომობილური ოპერაცია ჩაატაროს და შოიგუ-გერასიმოვის გადაყენება მოითხოვოს.

„კიდევ ერთი ნიუანსია - პრიგოჟნმა ეროვნული თავდაცვის ყოფილი ცენტრის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი მიზინცევი „ვაგნერის" სბარძოლო შენაერთების შტაბის უფროსად დანიშნა. ეს შოიგუ-გერასიმოვისთვის სილის გაწვნაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სად გააქტიურდა უკრაინული არტილერია

დიდი შტევის წინ, უკრაინის არტილერია ისე აგააქტიურდა, რომ რუსეთის წინსვლას სერიოზულად აფერხებს. მეტიც, ინტენსიური საარტილერიო დარტყმების გამო, რუსებს რამდენიმე პოზიციიდან უკან დახევაც მოუწიათ. ამ გააქტიურებაზე ბოლო დღეებში რუსები სოციალურ ქსელებში თავადაც წერენ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" უკრაინული არტილერიის გააქტიურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მაინც ბახმუტი-უგლედარის მხარესაა.

„რუსებს დიდად შტევის პოტენციალი არ მგონია ჰქონდეთ. რაც აქვთ, პატარა შეტევებში იხარჯება. რაც შეხება უკრაინელებს, ისინი კონტრშეტევაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ეს გააქტიურება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ შესაბამისი დამატებითი საბრძოლო მასალა მიიღეს.

„მეორე - შეიძლება ეს იყოს მოსამზადებელი სხვა ტიპის ცეცხლი უკრაინებელის მხრიდან; და მესამე - შესაძლოა რუსების დამატებნით სამიზნეები აღმოაჩინეს და მასზე მოქმედებენ. უკრაინელების ეს გააქტიურება მაინც ბახმუტი-უგლედარის მხარესაა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის არტილერიის გააქტიურების გამო რუსებმა მარიინკის მიდამოებში 3 კმ-ით უკან დაიხიეს.

„რამდენადაც ვიცი, უკრაინის არტილერიის გააქტიურება მარიინკის მიდამოებში იყო. მათ 3 კმ-ით წინ წაიწიეს. რუსებმა უკრაინის თავდაცვითი ხაზიდან უკან საგრძნობლად დაიხიეს, ეს დონბასის ფრონტია და უფრო კონტრშეტევისთვის მზადების ვარიანტია და არა შეტევისთვის.

„შეტევითი ოპერაციის განხორციელების ინდიკაციას რაც შეეხება, ზაპოროჟიე-ხერსონიდანაა ვარიანტი, მაგრამ რუსებმა იქ საკმაოდ სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები ააგეს.

„ეს შესაძლოა შეტევის წინამოსამზადებელი ეტაპი იყოს, მაგრამ ჯერ ამინდი ხელს არ უწყობს. თუმცა ზელანსკიმ თქვა, რომ შეტევა აუცილებლად იქნება. ამის პატარ-პატარა ნიშნები უკვე არის", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე