რეზონანსი
(31.03.2023)

სტრასბურგი საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია ქალაქია, რომელიც საერთაშორისო არქიტექტურისა და კულტურის სინთეზს წარმოადგენს - რომაული, ფრანგული, გერმანული - ყველა ეპოქამ თავისი შარმი და ხიბლი შემატა ქალაქს, რომელიც ევროპული ცივილიზაციის სტრატეგიულ მდებარეობას იკავებს. სტრასბურგი ცნობილია თავის ულამაზე საკათედრი ტაძრით, ძველი უბნით „პატარა საფრანგეთი", ევროპული ინსტიტუციებითა და უნიკალური არქიტექტურით.

ეს არის ქალაქი რომელიც მიმზიდველია წელიწადის ყველა დროს და სადაც დაბუნება ყოველთვის გსურს. სტრასბურგი განთქმულია ასევე, თავისი კულინარიით. წელიწადის ნებისმიერ დროს სტრასბურგი განსაკუთრებით მშვენიერია, ნებისმიერ ამინდში ამ ქალაქში შეიძლება აღმოაჩინო რაღაც გამორჩეული განსხვავებული და საინტერესო - მასში არის ზღაპარი, რომელსაც ბავშვობაში გვიამბობდნენ, ან ანიმაციურ ფილმებში გვაქვს ნანახი.

რამდენჯერაც არ უნდა ნახო სტრასბურგი, მასში ყოველთის რაღაც ახალს, განსაკუთრებულს და შენთვის საინტერესოს აღმოაჩენ - ნებისმიერ ჯერზე, როდესაც ბრუნდები სტრასბურგში - ბრუნდები შენს ტკბილ ბავშვობაში, ზღაპარში, რომელზეც ყოველთის ოცნებობდი.

სტრასბურგი არის ელზასის რეგიონის ისტორიული დედაქალაქი და საფრანგეთის დეპარტამენტ ქვემო რაინის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა: 271 708. სიდიდით მე-8 ქალაქია საფრანგეთში. ევროპის ერთ-ერთი პოლიტიკურ ადმინისტრაციული დედაქალაქი იქ განთავსებული ევროინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამო.

ნოტრ-დამის საკათედრო ტაძარი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლამაზი ტაძარი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მისი აღორძინება 1277 წელს დაიწყო და ოფიციალურად 1318 წელს დასრულდა. თუმცა, ერთი შეხედვით შეამჩნევთ, რომ აქ ჯერ ბევრი რამ დაუსრულებელია: მას მხოლოდ ერთი კოშკი გააჩნია, მეორე კი ჯერ კიდევ არ არის აშენებული.

ზაფხულში ყოველ საღამოს სტრასბურგის ტაძრის კედლებზე შეგიძლიათ იხილოთ შუქებით მორთული მუსიკალური წარმოდგენები ტაძარი ასევე ცნობილია საათით, რომელიც ეკლესიის შიგნით მდებარეობს. საათი არა მხოლოდ წელს ან დროს აჩვენებს, არამედ ზოდიაქოს ნიშნებსა და პლანეტების მდებარეობას და მრავალ სხვას.

ტაძარზე სადამკვირებლო მოედანი მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასვლა და ქალაქის ხედით, გოთიკის კლასიკური მაგალითით ტკბობა.

„პატარა საფრანგეთი" სტრასბურგის ულამაზესი რაიონია. აქ შენარჩუნდა შუა საუკუნეების დროინდელი სახლებით სავსე ქუჩები და ბაროკოს სტილში მორთული შენობები. რაიონმა თავისი სახელწოდება მიიღო იმ დროს, როცა სტრასბურგს გერმანელები მართავდნენ.

დღეს პატარა საფრანგეთი უსაყვარლესი ტურისტული ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაისეირნოთ მდინარის ტრამვაიზე, ისადილოთ მყუდრო კაფეში არხების ხედით და უბრალოდ იმოგზაუროთ ზღაპარში.

მე-13 საუკუნეში აშენებული სამი ჩაყენებული კოშკის დამაკავშირებელი ხიდების კასკადი თავის დროზე სტრასბურგის დასაცავად იყო აღორძინებული. მთლიანი კომპლექსი დღესაც შენარჩუნდა და იზიდავს ტურისტებს მისი გრანდიოზულობისა და სიდიადის გამო.

კლებერის მოედანი სტრასბურგის ყველაზე დიდ და მთავარ მოედნად ითვლება და მდებარეობს კომერციული რაიონის ცენტრში. მოედანი გენერალ ჟან-ბატისტ კლებერის საპატივცემულოდ დასახელდა, რომელიც სტრასბურგში 1753 წელს დაიბადა. მოედანზე მისი ძეგლი მდებარეობს, სადაც მისი ნაშთები ინახება.

კლებერის მოედანი გარშემორტყმულია ყოფილი კაზარმებით, რომელიც ძველად ხშირად გარდაიქმნებოდა პარადებისა და მიტინგებისათვის.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სტრასბურგში 1973 წელს დაარსდა და გახსნილია ახალ შენობაში 1998 წლის ნოემბერში. ის საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად ითვლება. აქ ინახება ფერწერის, სკულპტურების, გრაფიკის, მულტიმედიური ხელოვნებისა და დიზაინის უდიდესი კოლექცია, რომელიც შეიქმნა 1870 წელსა და თანამედროვე დროის პერიოდს შორის. აქ მუდმივად ტარდება საერთაშორისო გამოფენები, სადაც ასევე ბიბლიოთეკებს, მულტიმედიურ კლასებს, კინოთეატრსა და კაფეებსაც იხილავთ.

მოედანი პირველი მბეჭდავის, გუტენბერგის საპატივცემულოდ არის დარქემული. თითოეული მოსახლე, ფრანგი თუ გერმანელი თვლის მას პირველ ამომრჩევლად. მეტიც, გუტენბერგის ძეგლის ხელებში ომის პერიოდში იცვლებოდა წიგნების ნაირსახეობა, ზოგი ფრანგული, ზოგი კი გერმანული იყო. დღეს ეს ძეგლი ევროპისა და მსოფლიოს მემკვიდრეობას წარმოადგენს.

ევროპული ხიდი, რომელიც რეინით აკავშირებს საფრანგეთსა და გერმანიას, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლოა. ის ცოტა ხნის წინ ნიკოლა სარკოზიმ და ანგელა მერკელმა დაარსეს. ხიდის ორივე მხარეს მდებარეობს პარკები, თვითონ ხიდი კი საკმაოდ დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენს.

სტრასბურგი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული კულინარიით და გემრიელი კერძებით. ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი La Hache გახლავთ (https://www.la-hache.com), რომელიც ადგილობრივების და სტუმრების თავშეყრის ერთ-ერთი მთავარი ადგილია. 

სტრასბურგში ყოველწლიურად იხსნება ყველაზე დიდი და ძველი საშობაო ბაზრობა, რომელიც ამ საოცარი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და სთავაზობს ტურისტებს ნამდვილ საოცრებათა ქალაქში მოხვედრას, სადაც საშობაო ნაძვები, დეკორაციები, ადგილობრივი მოსახლეობის ნამუშევრები, საკონდიტრო პროდუქტები და გლინტვეინი კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის აქ საშობაო ღამის გატარებას.

ალექსანდრე ანდრიაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე