ელზა პაპოშვილი
(26.04.2024)

უმძიმესი დანაშაული ზემო თელეთში - როგორც ირკვევა, მეგობრებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 35 წლის მამაკაცი სახლიდან ჯერ ერთმა მეგობარმა გაიყვანა, შემდეგ კი მეორემ დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სისხლიანი გარჩევის ფიგურანტები ბავშვობის მეგობრები არიან. ირკვევა, რომ დავით კუბლაშვილი ადგილზე სისხლისგან დაიცალა. მის ყოფილ თანაკლასელს კი ხელბორკილები დაადეს. 

დანაშაულს პირდაპირი თვითმხილველი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლიანი გარჩევის ადგილთან ახლოს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ჩვენების მიცემას და სიმართლის თქმას ყველა ერიდება. მათი თქმით, დამნაშავე მხოლოდ ერთი პირი არ არის და ისინი ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე საუბრობენ.    

„ადგილობრივებმა  ვინც  იმ ტერიტორიაზე იყვნენ, ყველაფერი კარგად დაინახეს, მაგრამ საუბარი არავის უნდა.ამბობენ  ვერ დაინახეს ვინ ვის დაარტყა დანა. პოლიციის  მისვლის შემდეგ კი დანაშაული  მოკლულის თანაკლასელმა აღიარა. თუმცა ბოლომდე არ გვჯერა, რომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი არის დამნაშავე. დაპირისპირება რაზე იყო ზუსტად არავინ იცის, ამბობენ, რომ ნარკოტიკების გამო გაიმეტეს ეს ბიჭი. ჯერ ერთ მეგობარს სახლიდან გამოუყვანია და მეორემ დანა დაარტყა. ეჭვია რომ მხოლოდ ეს ერთი ადამიანი არ იყო“, - აცხადებს მოკლული მამაკაცის ახლობელი. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე