ელზა პაპოშვილი
(25.04.2024)

სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში დაჭრით დასრულდა - ქალაქის შესასვლელში ახალგაზრდა კაცს ცეცხლი გაუხსნეს და ის მძიმედ არის დაჭრილი. ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ადგილზე მისულებს დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაჭრილი და სავარაუდო დამნაშავე  მეგობრები არიან, რომლებიც უცხოეთში ერთად  იმყოფებოდნენ და საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. 

თვითმხილველების ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა, მათ შორის მაშინაც, როდესაც უკვე დაჭრილი მამაკაცი გაქცევას ცდილობდა.   

„ახალგაზრდა ბიჭს ცეცხლი გაუხსნეს. ის წაიქცა, მაგრამ გაქცევას ციდლობდა და  თავდამსხმელი გაქცეულსაც ესროდა. სულ რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ბიჭს ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მიყენებული. დამნაშავე ადგილიდან გაიქცა. ხალხი მივარდა დასახმარებლად. როგორც გავიგეთ, ვინც თავს დაესხა,  ამ ბიჭის მეგობარი ყოფილა. ამბობენ, რომ საზღვარგარეთ იყვნენ და ქვეყანაში ახლა დაბრუნებულან. რა ვერ გაიყვეს, რა მოხდა,  არ ვიცით. დაჭრილი საავადმყოფოში წაიყვანეს. პოლიცია კი თავდამსხმელს ეძებს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავთ“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.          

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე