ნატალია ჯვარიძე
(29.03.2024)

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, 29 მარტიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქშიც, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ეს ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის საშიშია და ადამიანებს ამ პერიოდში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ტრანსსასაზღვრო დაბუნძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

ნინო ჩხობაძის თქმით, ბოლო პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მატება საკმაოდ გახშირდა და ეს არა მხოლოდ ჩვენი არამედ, მსოფლიოს პრობლემაა. როგორც მან აღნიშნა, ამის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა თავის დაცვა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, აუცილებელია ქარის კონტროლი და ქალაქში განიავების მომატება. იგი მოსახლეობას სანამ ეს პერიოდი იქნება, შუადღით გარეთ გასვლისგან მაქსიმალურ თავშეკავებას ურჩევს. ასევე სველ საფენებს და პირბადეებს, რომელიც ამ სიტუაციას შველის.

„ატმოსფერულ ჰაერში ნაწილაკების მომატებას ორი მიზეზი იწვევს. პირველი ტრანსპორტის ჭარბი რაოდენობა, რომლის გამოც, ჰაერში დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი გროვდება და მეორე გარედან შემოსული ტალღები. ბოლო პერიოდში უდაბნოდან შემოსული მყარი ნაწილაკების მომატება შეიმჩნევა. ეს რაღაც პერიოდი გაგრძელდება და შემდეგ დაილექება.

„სამწუხაროდ, ეს ბუნებრივი მოვლენაა და ვერაფერს მოვუხერხებთ გარდა იმისა, რომ ქალაქი უფრო მეტად განიავდეს, რადგან ეს მავნე ნივთიერებები ქალაქში არ დაილექოს.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მთელს მსოფლიოში ხდება, თუმცა თავის დაცვა შესაძლებელია. აუცილებელია მუდმივად შეიწავლონ ქარის მოძრაობის ტრაექტორია, ვინაიდან მთლიანად დედამიწაზე ქარის მოძრაობა შეცვლილია. ვერ ვიტყვით, რომ ამით ეს პრობლემას საერთოდ აღარ იქნება, რადგან ეს ისეთი ბუნებრივი მოვლენაა, რომ უძლურები ვართ, თუმცა ქარის შესწავლა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, გამწვანების კოეფიციენტის თბილისში უფრო მეტი უნდა იყოს.

„ატმოსფერულ ჰაერში ამ მყარი ნაწილაკების მატება ბევრ შემთხვევაში ადამიანებში ალერგიულ რეაქციებს იწვევს, სასუნთქი სისტემების დაზიანებას, განსაკუთრებით ეს უფრო რთული ასთმური მოვლენების მატარებლებს გადააქვთ. ასე რომ, სანამ ეს პერიოდი იქნება უმჯობესია სახლში დარჩეთ, განსაკუთრებით კი ბავშვები. სეირნობა უკეთესი იქნება დილით და გვიან საღამოს. მეორე რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის სველი საფენები და პირბადეები, რომელიც ამ სიტუაციას შველის.

„ეს არის მტვერი, მავნე ნივთირებეა, რომლისგან თავდაცვა აუცილებელია, მთავარია ისე არ გამწვავდეს ვითარება, რომ გარეთ აირწინაღებით მოგვიწიოს სიარული," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე