ელზა პაპოშვილი
(13.03.2024)

ქედაში 53 წლის კაცს 15 წლის დისშვილზე სექსუალური ხასიათის დანაშაულს და ასევე გოგონას შეყვარებულის დაჭრას ედავებიან. მას თუ ბრალი დაუმტკიცდა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებინ, პოლიციამ ბიძასთან ერთად გოგონას დეიდაც დააკავა. ცოლ-ქმარი მაშინ აიყვანეს, როდესაც გოგონამ პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ დეიდამ სიმართლის გაგების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადა. გოგონამ დახმარებისთვის ასევე 15 წლის შეყვარებულს მიმართა, რომელმაც კაცთან დალაპარაკება სცადა, მან კი მოზარდი ცივი იარაღით დაჭრა. 

გოგონას დედა ადგილობრვების ინფორმაციით,  ემიგრაციაში იყოფება, ამიტომ მოზარდს ცხოვრება მეტწილად ბიძასთან და დეიდასთან უწევდა. მან ამ მძიმე ფაქტის შემდეგ თვითმკვლელობაც  სცადა. 

„როგორც ახლა გავიგეთ, ბიძის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ არასრულწლოვანმა პოლიციაში მისვლამდე დეიდას უამბო, თუმცა, დეიდამ მისი მონაყოლი არ დაიჯერა და დისშვილი სასტიკად სცემა. 

თავდაპირველად  ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ბიძა გოგონას შეყვარებულის დაჭრის გამო დააკავეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონამ ვერავისგან დახმარება რომ ვერ ნახა, ამ პატარა ბიჭს მიმართა საშველად. ბიძამ კი ბავშვი დაჭრა. გოგოს დედა ემიგრაციაში, ამიტომ ის ხშირად რჩებოდა დეიდასთან. გავიგეთ ასევე, რომ ბავშვს თვითმკვლელობაც უცდია“,-ყვება ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ  ბათუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

53 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაშია, მისი ცოლი კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე