ელზა პაპოშვილი
(09.03.2024)

რუსთავში, თორდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს მიუვარდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახალგაზრდა ქალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდა, მასთან დალაპარაკებას ითხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.

ახალგაზრდა ქალი მეგობრებმა შემთხვევის ადგილიდან გაარიდეს. ყოფილმა ქმარმა კი იქვე კორპუსთან მდგარი ქალის ავტომობილი ჯერ დააზიანა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. ადგილზე გამოძახებული იქნა სამაშველო სამსახური და  პოლიცია. კაცი ადგილზევე დააკავეს. 

„როგორც გავიგეთ, ქალი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ყოფილმა ქმარმა მიაკითხა და მასთან დალაპარაკება სურდა. როგორც ამბობენ, ის ქალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცს თან დანა ჰქონდა და არ არის გამორიცხული ქალის მოკვლა ჰქონოდა განზრახული. 

„ახალგაზრდა გოგო მეგობრებმა ტერიტორიდან გაარიდეს და დამალეს. თუმცა გაბრაზებულმა ყოფილმა ქმარმა, იქვე მდგარი მისი ავტომობილი ჯერ დააზიანა, შემდეგ კი მას ცეცხლი მოუკიდა. მოსახლეობამ ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს და შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ეს ბიჭი ადგილზევე დააკავეს. ძალიან აგრესიული იყო, ილანძღებოდა და იმუქრებოდა“, - უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსს“.     

მამაკაცი რუსთავის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის კიპაჟები.      

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე