ელზა პაპოშვილი
(08.03.2024)

ავსტრიის პოლიციამ ქართველების დაჯგუფება დააკავა, რომელმაც, გამოძიების მიხედვით, ავსტრიის ქალაქ კრემსის სხვადასხვა რაიონში ათამდე მდიდრული სახლი გაძარცვა. ჯამში კი ნაქურდალმა  107 000 ევროს ჯამური ზარალი შეადგინა.  მედიის ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ  2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, სახლები კარგად ორგანიზებული სქემით გაქურდა. 

მედიის ცნობით, 32-დან 35-წლამდე ქართველებმა სხვადასხვა დროს სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა მოიპარეს. ერთ-ერთი ბინიდან კი ნაღდი ფულით სავსაე სეიფი წაიღეს. 

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ისინი პოლონური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილით გადაადგილდებოდნენ და გატეხილი სეიფიც ჩეხეთში იპოვეს.  

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქართველები ავსტრიელმა სამართალდამცველებმა იანვარში, სახლის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამ დროისათვის კრემსის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გარდა ამისა, ეძებენ კიდევ ერთ სავარაუდო დამნაშავეს.     

„ამ ერთი წლის განმავლობაში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა 10-მდე მდიდრული ვილა გაძარცვეს. სახლებიდან გაჰქონდათ, ფული, ძვირფასეულობა, ანტკივარული ნივთები და სეიფები. ერთ-ერთი სახლიდან სეიფი, რომ ვერ გახსნეს, მოგლიჯეს და ისე წაიღეს. პოლიციას საკმაოდ გაუჭირდა მათი სქემის გაშიფვრა, რადგან ისინი ყალბი საბუთებით და სანომრე ნიშნებით გადაადგილდებოდნენ. თუმცა პოლიციამ მათი იდენტიფიკაცია მაინც მოახერხა და ქურდობსი აფქტზე დააკავა. ისინი დაპატიმრებულები არიან და კიდევ ერთი ქართველის ძებნა მიმდინარეობს. ჯამში 5 -ადამიანზეა საუბარი, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ თანამზრახველთა სია გაიზარდოს“,-აცხხადებს მედიასთან საქმის გამომძიებელი.              

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე