ელზა პაპოშვილი
(07.03.2024)

მუქარა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე - როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე კაცი მეუღლეს დაემუქრა. ფაქტის შემსწრენი ამბობენ, რომ კავი ქალს მოკვლით ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებობდა საფრთხე, რომ ქალს ფიზიკურად გაუსწორდებოდა ან მუქარას სისრულეში მოიყვანდა. ამიტომ მარკეტში მყოფმა ხალხმა პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა. ადგილზე  მისულმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს.    

„ცოლ -ქმარნი არიან თუ ყოფილი ქმარია, ზუსტად არ ვიცით. როგორც ყვებიან ჯერ ქალს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. რატომ დაუწყო ჩხუბი, არ იცის არავინ. ჯერ ჩუმად კამათობდნენ, შემდეგ კაცმა ყვირლი და მუქარა დაუწყო. ქალს ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. იმდენად ხშირია მსგავსი ფაქტები, რომ ხალხს შეეშინდა და პოლიციაში დარეკეს. რა, ერთხელ და ორჯერ მოუკლავთ ქალი ავტობუსში, მაღაზიაში თუ სადაც გინდა. ამიტომ, საფრთხე რომ რეალურად არსებობდა, პოლიციაში დარეკეს. სამართალდამცველები მალევე მოვიდნენ და კაცი დააკავეს. ქალი ძალიან შეშინებული იყო და ფაქტია ეს პირველი შემთხვევა არ იყო. რა დაუშავა ასეთი, რომ სახალხოდ ასე აყენებდა შეურაცხყოფას, არ ვიცით. კაცი დააკავა პოლიციამ და წაიყვანეს“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.        

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე