ელზა პაპოშვილი
(02.03.2024)

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - რა  გახდა 19 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. რუსთავში, თორდიას ქუჩაზე მე-8 სართულის ფანჯრიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა თუ გადმოაგდეს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ახალგაზრდა გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბიჭი ფანჯრიდან გადმოვარდა. მეზობლებმი აცხადებენ, რომ ხმაურის ხმაზე გარეთ გამოსულებმა ახალგაზრდა იპოვეს და ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა. ის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

„რა ვიცით ისაა, რომ მე-8 სართილის ფანჯრიდან გადმოვარდა. ამის ზუსტი მიზეზი არავინ იცის. გადმოვარდა, თავი მოიკლა თუ გადმოაგდეს, ალბათ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ხმაურის ხმა გავიგეთ და გარეთ რომ გამოვედთ, კორპუსის ქვეშ იწვა. ჯერ კიდევ ცოხცალი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა მერე გავიგეთ, რომ დაღუპულა. 

„უმძიმესი ამბავია. უფრო ვფიქრობთ, რომ თვითმკვლელობაა, მაგრამ არაფერია გამოსარიცხი. პოლიცია მოვიდა ადგილზე და გამოძიება დაიწყეს. ვნახოთ, თუ რამე სხვა ამბავია, ალბათ გაარკვევენ. დასანანია ახალგაზრდამ თუკი საკუთარი თავი ასე გაიმეტა“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.                 

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე