ელზა პაპოშვილი
(15.02.2024)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, თანასოფლელებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება სისხლიან შურისძიებაში გადაიზარდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი 60 წლამდე თანასოფლელმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულემა თანასოფლელს სანადირო თოფიდან ზურგში ესროლა. მისი დახმარება ადგილობრივებმა შეძლეს და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.   

თავდაპირველად მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილსში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების თქმით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული. 

მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარება-ხმარებას გულისხმობს.    

„არავინ იცის რა მოხდა. ორივე თანასოფლელები არიან. წარსულში იყოვო რაღაცა კონფლიქტი, რაც ერთმანეთისთვის გაუხსენებიათ. ჯერ ფიზიკური ანაგრიშსწორება ყოფილა, შემდეგ კი სანადირო თოფი მოუტანია და ზურგით მდგარი კაცისთვის უსვრია. რამდენიმე ტყვია ესროლა თუ ერთი მაგდენი არ ვიცი. კაცი წაიქცა და მეზობლები რომ მისცვივდნენ დაჭრილი ოყო. ეს კაცი ადგილიდან მიიმალა, მაგრამ მერე მალევე დააკავეს. მდგომარეობა მძიემაო და ამიტომ თბილისში გადაიყვანეს“, - აცხადებს ადგილობრივი.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე