ელზა პაპოშვილი
(23.01.2024)

ბოლო დროს თვალშისაცემად გაიზარდა ყოფილი პარტნიორებისა თუ უცნობების მხრიდან ქალების დაშანტაჟების ფაქტები. მოძალადეები ხშირ შემთხვევაში ქალების ნაცნობები, პარტნიორები, ან სულაც ინტერნეტით გაცნობილი შემთხვევითი ადამიანები არიან. ზოგ შემთხვევაში ასეთი ძალოდიბის მსხვერპლი არასრულწლოვანია. სამშაბათს ერთბაშად ორი მსგავსი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. 

პოლიციის მიერ 23 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მოქმედი ჯარისკაცი დააკავეს. საქმის მასალების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, 23 წლის მამაკაცი, სკოლის მოსწავლე გოგონას ინტიმური ფოტოების და ვიდეოს გადაღებას აიძულებდა. შემდეგ კი სოციალურ ქსელით მასთან აგზავნინებდა და აშანტაჟებდა. ხოლო თუ ბავშვი მის მოთხოვნებს არ შეასრულებდა, სკოლასთან დახვედრით და ცემით ემუქრებოდა. 

საზარელი  ამბავი ბავშვის  დედამ შეიტყო და პოლციიას მიმართა. მოძალადის დასაკავებლად მისულმა სამართალდამცველებმა კი მის მობილურში პირადი ცხოვრების ხასიათის ათობით  კადრი აღმოაჩინა, ამიტომ, შესაძლოა, 23 წლის კაცს ბრალი კიდევ უფრო  დაუმძიმდეს. 

მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამტკიცებს, რომ მიმოწერის დროს დაკავებულმა არ იცოდა, რომ 13 წლის მოზრდთან ჰქონდა მიმოწერა. 

„გამორიცხულია, ბრალდებულს ფიზიკურად არ შეეძლო ჰქონოდა იმის განცდა, რომ მცირეწლოვანთან ჰქონდა კავშირი. იქ ისეთი ვიზუალური ფოტო და ვიდეო სურათებია, რომ წარმოუდგენელია ჩვენ ის მცირეწლოვნად აღვიქვათ. თავად ბრალდებულს ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ  არასრულწლოვანთან ჰქონდა ურთიერთობა. სკოლაში 17 და 18 წლის გოგოებიც და ბიჭებიც დადიან თავისთავად. 

„ბრალდების მხარეს დასამტკიცებელი ექნება, რამდენად გაავრცელა ჩემმა დასაცავმა პირმა აღნიშნული (ფოტო და ვიდეო მასალები). მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ საქმეში გვაქვს, ყველა ერთი და იმავეს იძახის - შემოვიდა რაღაც ვიდეო, სახე არ ჩანდა და შემდეგ მე ეს წავშალე. საიდან შემოვიდა, წყარო არ არის მითითებული. ვიდეოში რომ რაიმე ფორმით დაზარალებული იყოს, აქაც არ არის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ“, - აცხადებს ალექსანდრე  კობაიძე.   

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს საგამოძიებო უწყების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა არასრულწლოვანი მუქარით აიძულა კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ძალიან სენსიტიური თემაა“.

ისი ასევე უარყოფს, რომ ბრალდებული 13 წლის გოგონას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა.  

„არა, მუქარა არ იყო და ვერც იქნებოდა, არც იცნობდა ფიზიკურად, არც იცოდა ვინ იყო. თუ მუქარა რეალური იყო, ეს ურთიერთობა 3-4 თვე გრძელდებოდა და მაშინ აქამდე რატომ არ მიმართა საგამოძიებო უწყებებს? გეტყვით რატომაც - ამ ადამიანს, დაზარალებულს არ ჰქონდა განცდა, რომ ვინმე ემუქრებოდა... 

„საგამოძიებო უწყებებისთვის გოგონას არ მიუმართავს. დედამ მიმართა, როცა შეიტყო, რომ მის გოგონას სხვა უცხო მამაკაცი წერდა, ამის გამო მიეცა საქმეს საგამოძიებო მსვლელობა“, - განაცხადა კობაიძემ.

სამშაბათს პოლიციამ ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა. ამჯერად დაკავებულია 37 წლის მამაკაცი, რომელმაც, გამოძების ცნობით, ყოფილ მეუღლეს მობილური წართვა და საკუთარ ტელეფონში მისი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა. შემდეგ კი ისინი დაზარალებულის ნათესავებს გაუგზავნა. მას ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა საქმეები

მსგავსი ფაქტები გასული კვირების და თვეების განმავლობაშიც არაერთი მომხდარა. გასული წლის დეკემბერს არასრუწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ვიდეოებისა და ფოტოეების უნებართვოდ გავრცელების რამდენიმე ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 14 პირია მხილებული და აქედან სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 დააკავა. გამოძიები მასალების მიხედვით, დანაშაული წალკის რაიონსა და სამეგრელოს რეგიონში მოხდა.

შსს-ს ცნობით, 1995 წელს დაბადებული ლ.შ. სამ არასრუწლოვან გოგონასთან შევიდა ნდობაში და მაისიდან სექტემბრამდე ჰქონდა მათთან მიმოწერა. მან გოგოებს ინტიმური შინაარსის ფოტოების გაგზავნა სთხოვა, რის შემდეეგაც მათი ფოტოები სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ ანგარიშზე განათავსა. ამის შემდეგ კი დაიწყო მათი შანტაჟი და გოგონებს კვლავ ინტიმური ხასიათის ახლა ვიდეოების გაგზავნას სთხოვდა.

კიდევ ერთ ანალოგიურ საქმეზე 3 პირია მხილებული. გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგონამ „ფეისბუქის“ მესენჯერის  საშუალებით, ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა. ხოლო დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგონას ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ კიდევ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.  

ნოემბერში პოლიციამ ანალოგიური ბრალდები კიდევ ერთი მამაკაცი დააკავა, რომელიც თავის ყოფილ პარტნიორ ქალზე მისი გათხოვების შემდეგ ახდენდა ზეწოლას. 

24 წლის ქალი ყვება, რომ ყოფილი პარტნიორი, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, სამი წლის განმავლობაში აშანტაჟებდა. კაცმა მუქარა სისრულეშიც მოიყვანა - მან ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა მის მეუღლესა და ნათესავებს გაუგზავნა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ კი 24 წლის ქალს ახლადშექმნილი ოჯახი დაენგრა, თუმცა ყოფილი პარტნიორის მხრიდან მუქარა მაინც გაგრძელდა.

ბრალდებულს, 27 წლის მამაკაცს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე