ელზა პაპოშვილი
(20.01.2024)

კახეთში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 14 წლის გოგონა მამიდის ქმარმა მაშინ გააუპატიურა, როდესაც ისინი ფერმაში ერთად მარტო იმყოფებოდნენ. გოგონას ბებია და პაპა ყვებიან, რომ მათი ქალიშვილი 10 დღის წინ გარდაიცვალა, ხოლო მათმა სიძემ კი გარდაცვლილი ცოლის ძმის შვილი მააშინ გააუპატიურა, როცა ოჯახი სამძიმრის სუფრას ამზადებდნენ. ისინი ამ დროს სხვა სოფელში იყვნენ წასული და გოგონა სიძეს ჩააბარეს. 

გოგონას მამაც გარდაცვლილია და მას ბიძა ზრდიდა, რომელმაც ამ ამბის შეტყობის შემდეგ სიძე დაჭრა. გაუპატიურებაში ბრალდებულ 45 წლის მამაკაცს ცოლის ძმამ რამდენიმე ჭრილობა გულ-მკრედის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა. იგი ამ დრომდე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. გოგონას  ბიძა კი დაკავებულია და მას სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდება წაუყენეს.    

„მომხდარის შესახებ გოგნამ დედას თავად უამბო. ტელეფონზე დაურეკა და უთხრა, რომ ბიძამ გააუპატიურა. კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ბავშვის მეორე ბიძამ, რომელიც მას ზრდიდა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. უმძიმესი ამბავია და ალბათ მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. კაცმა ჯერ ძმა დაკარგა, შემდეგ და და მისმა ქმარმა კი ძმისშვილი გაუუპატიურა. აბა, წარმოიდგინოს მის ადგილს ყველამ თავი. ბავშვი ჩააბარეს, რომ მისი ცოლის სამძიმრის სუფრა გაეკეთებინათ, ის კი ასე ცხოველივით მოიქცა. 

„ბიძა დააკავეს, მაგრამ ამ კაცის მდგომარეობაში ყველა შევდივართ. გოგონასაც მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა აქვს. ის დედასთან იმყოფება, მაგრამ ბავშვი ძალიან ცუდად არის“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

მოზარდის ოჯახი კი დამნაშავე სიძის  უმკაცრესად დასჯას ითხოვს. გოგონას ბებია ამბობს, რომ მისი სიძე უნამუსო და არაადამინია, რადგან ცოლის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ ეს საზარელი ამბავი ჩაიდინა. 

„ჩემი სიძე უნამუსო და ცოხველია. მისი ცოლი ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. გულის დაავადება ჰქონდა, რადგან 6 წლის წინ მისი ძმა, ანუ ჩემი მეორე ვაჟი, გოგონას მამა, მის თვალწინ მოკლეს და ეს ვერ გადაიტანა. ჩემი ვაჟი კი, რომელიც ახლა დაკავებულია, ოთხ ოჯახს არჩენდა, მათ შორის ამ უნამუსო სიძეს. ჩვენ სამძიმრის სუფრის სამზადისით ვიყავით დაკავებული, როდესაც იგი 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე... ჩვენ 14 წლის გოგო მას ვანდეთ და ასე მოქცევა შეიძლება? ეგ საერთოდ მოსაკლავი იყო და ჩემს შვილს არაფერში ვამტყუნებ. მის ადგილას სხა როგორ მოიქცეოდა? შვილი გამიგიჟდა და ადამიანს აღარ ჰგავდა“, - ამბობს ბავშვის ბებია.

გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა. როგორც გოგონას ბაბუა ამბობს, მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ვეღარ მოასწრო. 

„ჩვენ ფერმაში ვცხოვრობთ ოჯახიანად. ბავშვიც ფერმაში იყო. ჩემს გოგოს სუფრა იყო. ბავშვი დავტოვეთ იქ. დაურეკია თავის დედისთვის, რომ ასეთი ამბავი მოხდა. ხალხი სანამ იყო, მანამდე არაფერი უთქვამს. აქედან რომ წასულა დედა, არ დახვედრია იქ კაცი, გაქცეულა, თუმცა ჩემმა შვილმა მაინც იპოვა და ეს ამბავი მოხდა“, - ამბობს არასრულწლოვანის ბაბუა.

არასრულწლოვანი გოგონა  ხელმეორე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში კი იმ მამაკაცის პროცესი იმართება, რომელმაც, გაუპატიურებში მხილებული მამაკაცი დაჭრა. განსასჯელის სკამზე 14 წლის გოგონას ბიძაა. სკოლის მოსწავლის გაუპატიურებში  მხილებული კაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.        

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე