ელზა პაპოშვილი
(15.01.2024)

საბერძნეთში პოლიციამ საქართველოს 7 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც ავსტრალიის არქიეპისკოპოსის ბინა გაძარცვეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. 

არსებული ინფორმაციით, დაჯგუფებას ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და მათი მეთაური ე.წ. კანონიერი ქურდია. დაკავებულებს ბრალად ედებათ მსხვილი ქურდობა, გატაცება, გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობა, შემაკავებელი ზომების დარღვევა და იარაღებზე, ნარკოტიკებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე კანონების დარღვევა.

პოლიციამ ჯამში 35 სახლისა და საწყობის ძარცვის, ერთი გატაცებისა და გამოძალვის ორი შემთხვევა დააფიქსირა. ბრალდებულებმა კრიმინალური ქმედებებით 200 000 ევროზე მეტი მოიპოვეს.

„სახლებში ჩატარებული გამოძიების შედეგად პოლიციამ აღმოაჩინა  2 451 ევრო, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკები, სხვადასხვა ქვეყნების ბანკნოტები, 4 მანქანა, მობილური ტელეფონები, სიმ ბარათები, ლეპტოპები და სხვა საგნები. ოპერაციის ფარგლებში სხვა 13 პირიც დააკავეს, რომელთაგან 7-ს დეპორტაცია ჩაუტარეს. ასევე იპოვეს  ნარკოტიკული ნივთიერება, ვაზნები, ალკოჰოლური სასმელები, კამერები, მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, ლეპტოპები, ჭურჭლის ნაკრებები და ა.შ. საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ დაჯგუფების წევრები კონკრეტულ რაიონებში სამიზნეებს ირჩევდნენ, ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდნენ და ბინებსა და სხვა ობიექნტებს შეუმჩნევლად ძარცვავდნენ.  საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, გამოკითხვაზე დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი 13 ადამიან  იმყოფება. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე,“ - ამბობს საქმის გამომძიებელი მედიასთან.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე