ელზა პაპოშვილი
(14.01.2024)

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები ბინის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც გერმანურლი მედია წერს, დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. ბერლინის პოლიციას ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მათ მეზობლად ქურდობა ხდებოდა. მათ დაინახეს როგორ გამოვიდა ორი პირი ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან, თან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადმოიტანეს, ავტომობილში ჩატვირთეს, ხოლო თავად კი ტერიტორია ფეხით დატოვეს. 

„2024 წლის 9 იანვრის საღამოს, გორკიშტრასეს მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს მას შემდეგ, რაც შენიშნეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსის ხარაჩოებით მეზობლის სახლში შევიდნენ. მეზობელმა დაინახა ფანრის შუქზე, როგორ ჩამოჰქნოდათ მისი მეზობლის ნაქურდალი ნივთები. საბოლოოდ მათ ობიექტიდან ნივთები  მანქანაში გადაიტანეს და მაქანის წასვლის შემდეგ, ფეხით სიარული განაგრძეს.  ხოლო მანქანა გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.    

ადგილზე მისულმა პოლიციამ, სასწრაფოდ დაიწყო მათი ძებნა. მათ მოახერხეს ორი მამაკაცის დაჭერა, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან ფეხით წავიდნენ. ისინი მეორე ქუჩაზე აიყვანეს. ესენი იყვნენ 35 და 40 წლის საქართველოს მოქალაქეები. მათ ნივთებში იპოვეს ქურდობის იარაღები და სავარაუდო მოპარული სხვა საქონელი. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა გორკიშტრასეზე დაზარალებული ბინის მფლობელთან დაკავშირება. მან სახლიდან მოპარული საკუთარი ნივთები ამოიცნო. 

„ორი ქურდი ახლა დროებით დაკავებულია. ასევე ხდება იმ ავტომობილის ძებნა, რომელიც სახლიდან სხვადასხვა სახის მოპარული ნივთები და ტექნიკა წაიღო“, - აცხადებს საქმის გამომძიებელი გერმანულ მედიასთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე