ელზა პაპოშვილი
(12.01.2024)

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. ახლა გამძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა გორში 41 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი.  გიორგი აფრიამაშვილის ცხედარი სოფელ ახალშენში, სასაფლაოებთნ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება თვთმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს დაწყებული. 

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მამაკაცი ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ჯარისკაცს ამის მიზეზი არ ჰქონდა. 

მომხდარზე განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება ამბობს, რომ ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს.    

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მომხდარის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც პოლიცია გამოჩნდა.    

„პოლიციის პიკაპები დარბოდა, მერე თქვეს, თავი ჩამოიკიდაო. პრობლემა არ ჰქონია, უძვირფასესი ბიჭი იყო. სამხედროში იყო, შაბათ-კვირას როცა დასვენება ჰქონდა, აქ მუშაობდა, ერთი წუთი არ ცდებოდა. ცოლ-შვილს გაცილებული იყო, მაგის ცოლ-შვილი არ ვიცი. ისეთი პიროვნება იყო თავს არ მოიკლავდა, ყველა შოკში ვართ,“ - ამბობს ადგილობრივი.   

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ცხედარი კოლეგებმა სოფელ ახალშენში, გუშინ საღამოს, ნაძვნარში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

„ცხედარი კოლეგებმა სოფელ ახალშენში, გუშინ საღამოს, ნაძვნარში რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ირაკლი აფრიამაშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა გორის მუნიციპალიტეტში, ვინაიდან პირველ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ახალციხიდან იყო.  რა მოხდა, რა გახდა ამ უბედურბის მიზეზი არავინ იცის. პირველადი ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა რა გახდა მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს“,-ამბობს ადგილობრივი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე