ელზა პაპოშვილი
(22.12.2023)

მკვლელობა ბათუმში - სანაპიროზე გამთენიისას შუახნის  მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან,  მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. მისი წინასწარ დათვალიერებისას ნახეს, რომ კაცს სხეულის და თავის არეში, სავარაუდოდ, ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ჯამში კი ათამდე ჭრილობა აქვს. 

დაღუპულის ამოცნობა მოხერხდა და ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ხულოში ცხოვრობდა და ბათუმში ერთ-ერთ საამქროში მუშაობდა. ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ღამით მოხდა, ხოლო მისი ცხედარი სანაპიროზე დატოვეს.   

„რა მოხდა, რატომ მოკლეს, არავინ  იცის. თვითმხილველიც არავინ არის. დილით ცხედარი ადგილობრივებმა სანაპიროზე ნახეს. თავიდან ეგონათ ალბათ ისე წევსო, მაგრამ ახლოს რომ მივიდნენ და უძრავად იყო, დაეჭვდნენ. რომ მიუახლოვდნენ, კაცი სისხლში იწვა. უკვე გვამი იყო. ადგილზე სასწრაფო და პოლიცია კი გამოიძახეს მაგრამ, გარდაცვლილი იყო კაი ხნის. სავრაუდოდ, მკვლელობა ღამით მოხდა. ჩხუბის და დაპირისპირების ხმა გაიგო ვინმემ თუ არ გაიგო, არვიცით. არც ის ვიცით, მკვლელობის მიზეზი რა შეიძლება გამხდარიყო. კაცი დაჩეხილია, ათამდე ჭრილობა აქვს მიყენებული. 50 წლამდე იქნება. ხულოდან იყო და ბათუმში ერთ-ერთ საამქროში მუშაობდაო, ამბობენ“,- უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე