შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმის შემდეგ სრულიად საქართველოში მალე გამოიდარებს, და უნალექო ამინდი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება ასეთ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
„ოთხშაბათიდან უკვე გამოიდარებს, ხვალ 29 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ტემპერატურა მოიმატებს, დათბება უფრო დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში ღამით ტემპერატურა პირიქით დაიკლებს. აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც, მათ შორის თბილისშიც ღამით -1 გრადუსამდე არის ტემპერატურა მოსალოდნელი.
„30 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ოღონდ არა ისეთი მასშტაბური, როგორც დაფიქსირდა ახლახან. მაღალ მთაში კი ისევ თოვლი მოვა. 1-ელიდან 5 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი და კიდევ უფრო მოიმატებს ტემპერატურა," - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.
ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის „რეზონანსთან" ამბობს, რომ ციკლონი, რომელმაც შავი ზღვის სანაპიროს გადაუარა, გლობალური კლიმატის ცვლილებების ფონზე წარმოიშვა.
„როდის გამოიდარებს, ვერ გეტყვით მაგრამ აქ, როგორც მეტეოროლოგები ლაპარაკობენ, იყო ციკლონი, დიდი ტალღები იყოდა, შტორმი იყო. ამიტომაც მოხდა ასეთი დატბორვები მთელ სანაპიროზე. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე ამინდი აპროგნოზირებადი ხდება.
„რამ გამოიწვია ეს შტორმი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეს გლობალური კლიმატის ცვლილებაა და ბუნებრივი მოვლენაა. უბრალოდ ამ პერიოდისთვის შტორმები დამახასიათებელია, მაგრამ ეს ძალიან ძლიერი იყო. კლიმატის ცვლილება არაპროგნოზირებად მეტეო პირობებს გვთავაზობს და ზოგადად ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება, არაპროგნოზირებადი ხდება", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე