ელზა პაპოშვილი
(19.09.2023)

უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც თბილისში დოლიძის ქუჩაზე მოხდა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა 55 წლის კრიმიანლური პოლიციის თანამშრომელმა გურამ ქადეიშვილმა ყოფილი ცოლი და სიდედრი სამსახურეობრივი იარაღით მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. ამ უმძიმეს დანაშაულს ასევე ერთი სრუწლოვანი პიროვნება შეესწრო, რომელმაც სროლის  დროს, თავს გაქცევით უშველა და აბაზანაში ჩაიკეტა. საზარელი დანაშაულის შესახებ დოლიძის 27 -ე კორპუსში მცხოვრებლებმა არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით შეიტყვეს.

ბავშვების განწირულ კივილზე, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, გამოსულ მეზობლებს, უმძიმესი სურათი დახვდათ. ვერიკო ქუმსიშვილი დედასთან ერთად უკვე მოკლული იყო, ხოლო თავად გურამ ქადეიშვილმა თვითმკვლელობა სცადა და დაჭრილი იყო. მათ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი მამაკაცის დახმარება დროულად შეძლო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცს თავის არეში მძიმე დაზიანება აქვს და ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.  

აგილობრივების მონაყოლიდან ირკვევა, რომ მამაკაცი და მისი ყოფილი ცოლი გვერდიგვერდ სადარბაზოებში ცხოვრობდნენ. სავარაუდოდ, მათი კონფლიქტის მიზეზი მამაკაცის მხრიდან შერიგების თხოვნა გახდა. როგორც ამბობენ, ის ცოლთან სწორედ ამაზე დასალაპარაკებლად მივიდა, თუმცა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

ამ დროს კი მამაკაცმა სავარაუდოდ, ჯერ ცოლი მოკლა, ხოლო ამის მხილველი  დედა, რომელიც დაჭრილს შვილს მივარდა, მასაც  ესროლა. ახლა ოქროს მოწმე პოლიციელის არასრუწლოვანი 13 და 15 წლის გოგონები არიან. ასევე, ის სრუწლოვანი პირიც, რომელიც ტყვიას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თავს გაქცევით უშველა. ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია.  

"ჩვენ ამ საშინელი დანაშაულის შესახებ ბავშვებიდან გავიგეთ. ბავშვები იყვნენ კიბესთან და უფროსი გოგონა იძახდა, მამა არ გაპატიებო. მერე ყვიროდნენ, რომ გვიშველეთო. ამასობაში გამოვცვივდით მეზობლები. მე მეგონა მეუღლეს ხელით შეეხო, თურმე ამხელა უბედურება მომხდარა. მერე გავიგეთ, რომ ცოლისთვის და სიდედრისთვის უსვრია. თავადაც თავში იყო დაჭრილი და სასწრაფოს ექიმებმა ჩაიყვანეს, ხროტინებდა, საშინელება ხდებოდა. პოლიცია  ბავშვებს აწყნარებდა, შოკში იყვნენ, კანკალებდნენ საწყლები" - ამბობს დოლიძის ქუჩის მცხოვრები „რეზონანსთან“.   

კიდდევ ერთი მეზობელი ამბობს, რომ 15 წლის გოგონა მეზობლებს სთხოვდა დედას საავადმყოფოში გაჰყვებოდა და  მისი პატარა დისთვს მიეხედათ.  

„ბავშვებს დედა ცოცხალი ეგონათ. უმძიმესი სურათი იყო. 15 წლის გოგონა, რომელიც უფროსია, გვთხოვდა, რომ მისი დისთვის მიგვეხედა, რადგან დედას საავადმყოფოში გაჰყოლოდა. არადა როცა სასწრაფო მოვიდა, ნახა, რომ დედა და ბებია უკვე გარდაცვლილები იყვნენ. ბავშვებს იმედი ჰქონდათ დედა გადარჩებოდა. არც სროლის და არც ჩხუბის ხმა არ გაგვიგია. ვარაუდობთ, რომ ყევლაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მეზობლად ცხოვრობდნენ ერთმანეთის. ეს გოგო ბავშვებთან და დედასთან ერთად ნაქირავებელ ბინაში იყო. რატომ გადაწყვიტა დაშორება ქმართან პირადი ამბავი არავინ იცის, მხოლოდ ის  ვიცით, რომ რამდენიმე თვეა რაც ეს გოგო აქ ცხოვრობს“,-ამბობს ადგილობრივი. 

სავარაუდო დამნაშავე  კი ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.  მას თავის არეში მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

55 წლის გურამ ქადეიშვილის სახლში ამბობენ, რომ კრიმინალური პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გუშინ სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, საღამოს  კი ყოფილ ცოლთან სალაპარაკოდ დოლიძის ქუჩაზე წავიდა. რა გახდა ორმაგი მკვლელობის მოტივი ბრალდებული პოლიციელის ოჯახში ვერ ამბობენ. 

ირკვევა, რომ გურამ ქადეიშვილი და მისი ყოფილი ცოლი, ვერონიკა ქუმსიაშვილი გვერდი-გვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. ოჯახის ახლობელი აღნიშნავს, რომ წყვილის შვილები მამასთან ხშირად მიდიოდნენ, ასე მოხდა გუშინაც მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე მოზარდები მამასთან მივიდნენ, სასკოლო ნივთები აიღეს და გვერდითა სადარბაზოში, დედასთან და ბებიასთან გადავიდნენ.   

თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა ბაჩანა კვარაცხელიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე