ელზა პაპოშვილი
(14.09.2023)

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი გატეხეს. როგორც მაღაზიის თანამშრომლები ყვებიან,  დილით ადგილზე მისულებს მაღაზია ღია დახვდათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ ეს არასრუწლოვნების ნამოქმედარი უნდა იყოს. 

სავარაუდოდ, მაღაზიის სალაროდან ფულია წაღებული და ასევე პროდუქტები. თუმცა, კონკრეტულად რა და რამდენი, ამ ეტაპზე უცნობია. მაღაზიის თანამშრომლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმდებები მიდის. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა. მათ ეჭვი აქვთ, რომ უბანში კარგად ორგანიზებული არასრუწლოვნების ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც ძარცვაში უკვე დახელოვნებულები არიან. 

„როგორც ამბობენ, დილით მოსულებს სუპერმარკეტის კარი ღია დახვედრიათ. სავარაუდოდ,  ფული და სხვადასხვა სახის პროდუქტებია მოპარული. კამერებში ჩანს, რომ არასრუწლოვნები არიან. ისე არიან უკვე ძარცვაში გაწვრთნილები, რომ კარსაც ადვილად აღებენ და მაღაზიებსაც წამებში ძარცვავენ. 

„არ არის გმორიცხული მათ უკან სრუწლოვანები იდგნენ. ჯერ არ იციან რა სახის ზარალია. ფაქტი ერთია, რომ ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის და ადრეც ყოფილა. აქაც ისევ არასრუწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ“,-ამბობ ადგილობრივი „რეზონანსთან“.        

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე