ელზა პაპოშვილი
(24.07.2023)

არასრუწლოვნების მორიგი ძარცვის ფაქტი, სადაც ძვირადღირებული ტელეფონებია წაღებული. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. როგორც მაღაზიის  წარმომადგენელი ამბობს, წაღებულია 3 ძვირადღირებული ტელეფონი. მაღაზიიდან ამოღებულ ვიდეოკადრებში ჩანან  მძარცველები, რომლებიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები არიან. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ზარალი  დაახლოებით 9 000 ლარია. 

"დღეს, შუადღის 2 საათისთვის, ვაკის ფილიალში შემოვიდა ჩვენთვის დაუდგენელი პიროვნება, როგორც გარეთ მყოფი ადამიანები ამბობენ, სავარაუდოდ, იყვნენ არასრულწოვნები, რომლებმაც სამი ტელეფონი მოიპარეს. 

„ისე არიან გაწაფულები, რომ ყველაფერი წამებში მოხდა. მათი დაკავება ვერ მოვახერხეთ, რადგან მაღაზიიდან მალევე გაიქცნენ. ვინც მოახერხა მათი დანახვა, თქვეს, რომ მოზარდები იყვნენ, რომლებმაც მიზანმიმართულად ყველაზე ძვრიანი ტელეფონები მოიპარეს. ზარალი  კი ჯამში 9 000 ლარამდეა.  

„პოლიცია ვერ ადასტურებს არიან თუ არა არასრუწლოვნები, რადგან დაკავებული არავინ არ არის. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მაღაზია გაძარცვეს", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.  

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე