რეზონანსი
(11.07.2023)

ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა

TV25 ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთასთან მოხდა და ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კურიერია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე