ელზა პაპოშვილი
(09.08.2022)

საბერძნეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე  ჩაცხრილეს. როგორც ბერძნული მედია წერს მამაკაცს 12 ტყვია ჯერჯერობით დაუდგენელმა 2 პირმა ესროლა, რომლებიც  მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევა ქალაქ კომოტინში მოხდა და ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავს. 

დაზარალებული მამაკაცი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მას რამოდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, მისი გადარჩენა ექიმებმა შეძლეს. შემთხვევა ჰოსპიტალთან ახლოს მოხდა, ამიტომ ის საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. 

ბერძნული მედია დაჭრილის ვინაობას არ ასახელებს, მაგრამ წერენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ 41 წლის ქართველს ცეცხლი გაუხსნეს. ვარაუდობენ, რომ ის კრიმინალური ავტორიტეტია და არ არის გამორიცხული მასზე თანამემამულეებმა შური იძიეს. 

შესაძლოა ეს იყოს ე.წ. ქურუდულ სამყაროს წარმომადგენელბს შორის კრიმინალური გარჩევა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა 6 თვის წინაც, ამიტომ მედია არ გამორიცხავს, რომ ეს უკავშირდებოდეს სწორედ რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტს.

„41 წლის მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ავტომობილი გააჩერა და გადმოვიდა. როგორც აღმოჩნდა, მან ის ორი პირი იცნო, რომლებიც მოტოციკლით გვერდით მიყვებოდნენ. სავარაუდოდ, მათ დაუძახეს, რომ საუბარი სურდათ და ისიც ავტომობილიდან გადმოვიდა. 

„როცა მათ მიუახლოვდა, სროლა დაუწყეს. ორი პირი იყო ჩაფხუტებით, მაგრამ მამაკაცმა მათი ცნობა მაინც შეძლო. შესაძლოა ისინი მისი თანამემამულეები ყოფილიყვნენ.

„როგორც ამბობენ, მამაკაცი წარმოშობით ქართველია და მასზე თავდასხმა 6 თვის წინაც სცადეს. მას 12 ტყვია ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ის ე.წ. კრიმინალური გარჩევის დროს დაჭრეს. ადგილზე სასწრაფო დახმარება თვითმხილველებმა გამოიძახეს. ჰოსპიტალი შემთხვევის ადგილიდან ახლოს  მდებარეობს. მისი დახმარება მედიკოსებმა მალევე შეძლეს“, - წერს ბერძნული მედია.

ორი ადამიანს, რომლებიც სავარაუდოდ, მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე