რეზონანსი
(08.05.2024)

საინფორმაციო სააგენტო for.ge მორიგ ჩანაწერებს ავრცელებს. მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა, სააგენტოს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და კიდევ ორი ადამიანი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაიკავონ მომიტინგეებმა რომელიმე ადმინისტრაციული შენობა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვონ.

„ამიტომ თუ მიხვალ 3 ლოკაციაზე, 4 ლოკაციაზე, დიდი რაოდენობით, 10-15 ათასი კაცი, სადღაც იპოვი ლოკაციას, სადაც ფიზიკურად წინააღმდეგობას ვერ გაგიწევენ. შეხვალ იმ შენობაში მოადენ პარალიზებას და მოითხოვ რიგგარეშე არჩევნებს. ამ შენობას უნდა ჰქონდეს სიმბოლური დატვირთვა და მინიმუმ 3 ეგეთი შენობა მაქვს შერჩეული.

ჩვენ თუ ვიქნებით 50, 60 ათასი და სადმე შენობაში შევალთ, მაგის გამო ვიღაცამ ტყვიები დაგვიშინოს, მაგის გამკეთებლები არ არის, არ დაიჯეროთ.

კიდევ ველოდები რაღაც ინფორმაციებს. ვათვლევინებ იმატი რესურსი რამდენია რამდენი ჰყავთ სპეცრაზმელი, რამდენი ჰყავთ წყლის ჭავლის მანქანა, რა რესურსი აქვთ რეალურად, იქიდან რამდენია მოტივირებული, რომ რაღაც გააკეთოს და რამდენია უბრალოდ. წესით, დღეს უნდა მქონდეს, ხვალ მექნება სავარაუდოდ, იმ კვირაში შეიძლება დავითვალო (არ ისმის)... დიდ რესურსზე არ არის ლაპარაკი, იმდენი რომ თან გვჯეროდეს, რომ გამოიყვანონ (არ ისმის)... არავინ ხელის გამძრევი არ არის

ჩვენ ისე მოვბილიზდეთ, (არ ისმის) რომ ყველა თავის ფეხით მოვა. დაინახავენ, რომ აქეთკენ პროცესი არის... ვერ დაგიჭერენ. 30 ათასი კაცი ნიშნავს, რომ შეგიძლია 10 ათასი კაცი (არ ისმის), 10 ათასი კაცი პარლამენტთან დააყენო და რაც აქვს სახელწმიფო რესურსი მაგ ორ ადგილად მოუწევს მობილიზება. 10 ათსი კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. გვეცოდინება რა ხალხი ვართ, რისი გაკეთება გვინდა, მიზანი რა გვაქვს, რაზე ვართ მზად, არავინ ჩვენი გამჩერებელიი არ იქნება, შანსი არ არის"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე