რეზონანსი
(08.05.2024)

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება რეესტრი, სადაც მოხვდებიან პირები, რომლებიც "ოცნების" შეფასებით, შანტაჟში, ძალადობაში მუქარაში არიან ჩართულები. ამ ბაზაში მოახვედრებენ იმ პირებსაც, რომლებიც "ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

"ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი ქართულ ოცნებას და მათ, ვინც შესაძლებლობას აძლევს მას გაანადგუროს ქართველი ხახლის იმედები და მისწრაფებები", - წერს ლექსმანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე