რეზონანსი
(07.05.2024)

მესტიაში სოფელ ნაკრაში ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი მოზარდებიდან ორის ცხედარი უკვე ნაპოვნია. გამთენიისას ადგილობრივებმა და მაშველებმა 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი ნაკრაში პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ის უკვე სახლშია გადასვენებული.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, მოზარდების ბიძამ მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვა.

ძებნis ოპერაცია გრძელდება ასევე მე-12 კლასელის, საბა გვარმიანის საპოვნელად.

სამივე არასრულწლოვანი, 2 მაისს, ავტომობილით, სოფელ ჭუბერიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი, უამინდობის გამო, მოცურდა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.

ძებნა-შველის ოპერაცია უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე