რეზონანსი
(06.05.2024)

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, გერმანია დაიცავს ბალტიისპირეთის მოკავშირეებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ოლაფ შოლცის თქმით, ლიეტუვაში მუდმივად დისლოცირებული ბრიგადის შექმნა 2027 წლის ბოლომდე დასრულდება.

„გერმანია მტკიცედ დგას ბალტიისპირეთის ქვეყნების გვერდით", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

„ჩვენ ერთმანეთის ერთგულნი ვართ, ეს არის ნატოს ფარგლებში არსებული შეთანხმების ნაწილი. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვიცავთ და ყველა სახელმწიფოს შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს მათი ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვაში", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე