რეზონანსი
(05.05.2024)
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან წითელი კვერცხების მირტყმის დროს ტექსტს „სად მიდიხარ - ევროპაში“ ამბობენ.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიხარულით ეგებება ქრისტიანული სამყარო! ქრისტე აღსდგა! -ულოცავენ მართლმადიდებლები ერთმანეთს!
ჭეშმარიტად აღსდგა! - ისმის პასუხად. ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და ... რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში... ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! არც დედასგან, არც მამისგან, არც ბებია-ბაბუას არ უსწავლებიათ არაფერი და არც შენ გაგიგია არავისგან? თუ არ გინდა ისწავლო?! დავიჯერო სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა ეს ხალხი?!“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე