რეზონანსი
(27.04.2024)

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ აქციებს სხვა მიზანი არ აქვს. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოქალაქეებს აქვთ ღია ცის ქვეშ, უიარაღოდ შეკრების უფლება და ეს უფლება ხელშეუვალი და გარანტირებულია. „ქართული ოცნების" მომხრეებს ბუნებრივია, აქვთ სწორედ ისეთივე უფლებები, ჩაატარონ მსვლელობები, მანიფესტაციები, მიტინგები, როგორც „ნაციონალური მოძრაობის", ან სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. თქვენ უყურებთ, სიყალბის და სიცრუის რამხელა ნიაღვარი მოედინება პოლიტიკური მედიასაშუალებებიდან. ამაში უამრავი ადამიანია ჩართული ამაში - ჩვენი ქვეყნის გარეშე, ე.წ გულშემატკივრები, რომლებიც უფრო სააკაშვილის, ქარდავების და ახალაიების გულშემატკივრები არიან, ვიდრე საქართველოსი. ასევე ჩართულები არიან შინაური გამცემლები ამ ქვეყნის, რომლებიც პირდაპირ, მტრული განზრახვებით იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე დაამხონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ აქციებს სხვა მიზანი არ აქვს. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„ქართული ოცნების" ორგანიზებით, ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე