რეზონანსი
(25.04.2024)

აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი დღეს უკვე მეორედ გადაკეტეს.

მანამდე ისინი მსვლელობით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო შემდგომ მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ.

"საქართველო!", "არა რუსულ კანონს!", - სკანდირებენ აქციის მონაწილეები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე