რეზონანსი
(25.04.2024)

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც მათ პოლიცია დახვდათ მობილიზებული.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ აპირებენ.

"ჩვენ პოლიციელების არ გვეშინია. ახალგაზრდებთან დაწყებული ომი არავის არ მოუგია და ვერც თქვენ მოიგებთ. ჩვენ აქციის მონაწილეები, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები, პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიაზრებთ, რომ თქვენ ახლა გომელაურის სისტემას ემსახურებით, თუმცა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, ვერავინ შეგვაშინებს", - აცხადებენ მიმდინარე აქციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე