რეზონანსი
(25.04.2024)

მნიშვნელობა როგორ არ აქვს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ევროპარლამენტი ჰქონდეს თუ არა თავისუფალი სავიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს თუ სხვა ნებისმიერ სხვა ქვეყანას. 27 ქვეყანა უნდა შეიკრიბოს და 27-ვემ უნდა გადაწყვიტოს ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში როგორ იმოქმედოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„ევროპის ფასეულობა და ევროპის შარმი იმაშია, რომ არის სამართლიანი, არის მმართველობის კარგი სისტემა, არის სოციალური პაკეტი, არის ეკონომიკა და ბევრი სხვა თემა. არის თემები, რომელზეც ევროპარლამენტი აი ამ ყველაფერს არ პასუხობს. კუბილიუსს ყველა იცნობს, ლიტვის პრემიერი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში და გორბაჩოვის იდეებს უჭერდა მხარს, გორბაჩოვისას, რომელსაც ქართველი ხალხის სისხლის აქვს ხელი გასვრილი. ახლა ასეთი კონიუნქტურა შეიქმნა ევროპაში და ამ კონიუნქტურით მანიპულაცია სამწუხაროდ ახასიათებს ევროპარლამენტს.

არავინ დამაბრალოს ევროსტრუქტურის მნიშვნელობის დამცირება, მაგრამ ისინი არ არიან საკითხებით დაკავებული. მნიშვნელობა როგორ არ აქვს ევროპარლამენტს, მაგრამ ვერანაირად ვერ გადაწყვეტს ჰქონდეს თუ არა თავისუფალი სავიზო მიმოსვლა საქართველოს და ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამის მექანიზმი ევროპარლამენტს არ გააჩნია. ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე