რეზონანსი
(24.04.2024)

თბილისში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა, რომელიც სწრაფად მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გადაბრუნდა და ტროტუარზე ავარდა. ამოტრიალებული ავტომობილი იქვე ღობესთან გაჩერდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე