რეზონანსი
(24.04.2024)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შვეიცარიაში გლობალური სამშვიდობო სამიტის ჩაშლა სურს. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელ და უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ რუსეთს არა მხოლოდ სამიტის ჩაშლა სურს, არამედ კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ შეამციროს ქვეყნების სამიტზე ჩართულობა, რათა მშვიდობა კიდევ უფრო დიდხანს არ დამყარდეს.

„და ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ამას - ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთიანად სამართლიანი სამყაროსთვის. სწორედ ეს სამიტი გვაძლევს ყველას რეალურ შანსს სამართლიანი მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მოქმედების აღდგენისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსულმა მხარემ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, სამიტზე შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას რუსეთს ზოგიერთი მონაწილე ქვეყანა გადასცემს.

შეგახსენებთ, ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე